საგამოძიებო სამსახური: PGG-II პროექტის მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა – ბესიკ ციხელაშვილმა, ონლაინ-ფორმატში მონაწილეობა მიიღო 2021 წლის 17 ნოემბერს ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის (ECCD) მიერ ორგანიზებულ „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრაში, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ევროპული და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეკონომიკურ დანაშაულთან, კერძოდ კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის შესაძლებლობების განმტკიცება.

“ზემოხსენებული პროექტი ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (Partnership for Good Governance -PGG) პროგრამის ფარგლებში. ონლაინ-შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში 2020-2021წ.წ. პერიოდში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. ყურადღება დაეთმო აგრეთვე სამომავლო აქტივობების მიმოხილვას და 2022 წლის სამუშაო გეგმის ძირითად მიმართულებებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები