კალაძე: დღევანდელი კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურეს, რაც 2012 წლამდე ხდებოდა

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სიბინძურეს, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. მისივე თქმით, ვერავინ ვერასდროს გაბედავს, ასე მოექცეს პატიმრებს.

„ყველამ კარგად ვიცით, რა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება, რა რეალობაში უწევდათ დროის გატარება პატიმრებს 2012 წლამდე, როგორი ველური მოპყრობა იყო, როგორი წამება, სადიზმი. დღევანდელი კადრები კიდევ ერთხელ დამადასტურებელია იმ სიბინძურის და უბედურების, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ვინ იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი – მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, მეგის ქარდავებით, გვარამიებით და ა.შ. ეს უბედურება ხდებოდა ქვეყანაში. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ და ვერავინ ვერასდროს გაბედავს, პატიმრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები