თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან მის მდგომარეობას ყველა აკვირდება. კალაძის თქმით, სააკაშვილს დანაშული აქვს ჩადენილი და მას კანონის წინაშე მისჯილი ვადის შესაბამისად მოუწევს პასუხისგება.
„პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ასეთი რამ თუ არსებობდა. პატიმარი არის პატიმარი. ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მისჯილი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.