დავით მათიკაშვილი: მომეცით უფლება, ეჭვი შევიტანო ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობაში, ის გვევლინება სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” უფლებების დამცველად

“ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ძალიან ხშირად ჩვენს საზოგადოებას ევლინება არა როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოების უფლებების დამცველი, არამედ – განსაკუთრებულად სააკაშვილის და განსაკუთრებულად ნაციონალური მოძრაობის უფლებების დამცველი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“მომეცით იმის უფლება, რომ ეჭვი შევიტანო ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობაში, რადგანაც ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ძალიან ხშირად, ჩვენს საზოგადოებას ევლინება არა როგორც მთლიანად ჩვენი საზოგადოების უფლებების დამცველი, არამედ განსაკუთრებულად სააკაშვილის და განსაკუთრებულად “ნაციონალური მოძრაობის” უფლებების დამცველი.

უფლებების დაცვის კუთხით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არის ისეთი რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას და არცერთ ფიგურას, მიუხედავად იმისა, ის ციხეშია თუ ციხის გარეთ, ნამდვილად, ასეთი რადიკალური დახმარება უფლებრივი მდგომარეობისა არ სჭირდება”, – ამბობს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები