იაგო ხვიჩია – პატიმრის წამების კადრებზე: ამის ჩვენება არის „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ბრძოლის თუ თამაშის გაგრძელება

”ასეთი პერიოდის რაღაცის ჩვენება არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბრძოლის თუ თამაშის გაგრძელება”, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის მიერ პატიმარზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებია ასახული.

„მგონი, ახალს ვერაფერს გვაჩვენებენ, რაც არ ვიცით. ასეთი პერიოდის რაღაცის ჩვენება არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ბრძოლის თუ თამაშის გაგრძელება. შესაბამისად, ამ ფარგლებში ახალ-ახალი გასართობებით კვებავენ მოსახლეობას. გასართობად იყენებენ, რადგან იდეაში ეს კადრები 15 წელია არსებობს და „ქართული ოცნება“ ათი წელია ხელისუფლებაშია, მაგრამ ახლა ხდება ამ კადრების გამომზეურება, ცხადია, რასაც ნიშნავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე, რომელზეც მეგის ქარდავაც არის ბრალდებული, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა, პასუხისგებაში მისცა. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურატურამ მტკიცებულების სახით ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები