ომბუდსმენი: რამდენიმე დღე არ ვიქნები საქართველოში, მომხსენებელი ვარ საერთაშორისო ფორუმზე
რამდენიმე დღე არ ვიქნები საქართველოში, მომხსენებელი ვარ საერთაშორისო ფორუმზე – Future of Democracy, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღე არ ვიქნები საქართველოში, ვინაიდან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით, მომხსენებლად ვმონაწილეობ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე – Future of Democracy, სადაც ვისაუბრებ დემოკრატიის გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებზე.
ბოდიშს გიხდით, ვისაც აღნიშნული მიზეზის გამო ვერ გიპასუხებთ ან ვერ შეგხვდებით ამ დღეებში”, – წერს ნინო ლომჯარია.