მამუკა მდინარაძე: კონსილიუმის უმრავლესობა “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერია

“კონსილიუმის უმრავლესობა არის „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი, შეგიძლიათ, მოიძიოთ, მათ შორის, „ფეისბუქში“. ერთ-ერთი მათგანი აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, მეორე წარმომადგენელი „მთავარი არხის“ თანამშრომლის მამა აღმოჩნდა, როგორც მინიმუმ, ეჭვის საფუძველი ამაში შეიძლება, იყოს”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ჯგუფმა მთავარ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.

„მე საერთოდ მგონია, ეს კონსილიუმი იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ კითხვებზე პასუხი გაცემულიყო, მაგრამ პასუხები მთავარ კითხვებზე ვერ მივიღეთ, რა სამედიცინო საჭიროება, ან სამედიცინო სერვისი, მომსახურება ვერ მიიღო პაციენტმა სააკაშვილმა თუნდაც იმ დიაგნოზის ფარგლებში, რაც მათ დასვეს, დასვეს თუ არა მეორე საკითხია, მაგრამ იმ დიაგნოზების მიხედვით, რაც მათ დასვეს – რა სამედიცინო საჭიროება იყო და რა ვერ მიიღო. ან რომელია უფრო გამოცდილი კლინიკა საქართველოში შიმშილობის პროტოკოლის მართვაში, ამაზე პასუხები ვერ მივიღეთ”, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები