დავით ბაქრაძე: არასდროს დამიმალავს კრიტიკა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ვინც დასასჯელი იყო, უნდა დასჯილიყო

“არასდროს დამიმალავს კრიტიკა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და, მით უმეტეს, არ დავმალავ, რომ ცუდი ხდება დღეს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ დღეს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე საუბრისას განაცხადა.

„ვინც დასასჯელი იყო, უნდა დასჯილიყო, ათი წელია გასული. არასდროს დამიმალავს კრიტიკა, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და, მით უმეტეს, არ დავმალავ, რომ ცუდი ხდება დღეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს და ამაზე პოლიტიკური კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ მე მაწუხებს ის, რომ დღეს ჩემ უკან, ათ მეტრში ადამიანები შიმშილობენ, სიკვდილამდე მიჰყავს დღევანდელ ხელისუფლებს იმით, რომ პრეზიდენტი არ გადაჰყავს საავადმყოფოში. ეს არის, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ამას უნდა მივხედოთ პირველ რიგში და არა – კადრების გავრცელებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები