დღეს პარლამენტში პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს შეხვდებიან

დღეს გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, კომიტეტის ფორმატში გვქონდეს ვიზიტი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან, – ამის შესახებ დამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის განმარტებით, შეხვედრის მიზანია, მოხდეს არსებული ვითარების შეფასება, რაც სამომავლოდ კომიტეტის მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბებას ემსახურება.

„სამედიცინო თემებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა დამატებითი წყაროები ინფორმაციისთვის, დღეს გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის, კომიტეტის ფორმატში გვქონდეს ვიზიტი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან, ძირითადად, შეფასებითი ვიზიტი. ალბათ, ესეც დაგვეხმარება საიმისოდ, რომ, მათ შორის, ამ პეტიციასთან მიმართებით სწორი, მწყობრი პოზიცია გვქონდეს ჩამოყალიბებული. ასევე, მიმდინარეობს საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ ისინიც იყვნენ ჩართული პროცესში და ვნახოთ, ამჟამად, ველოდებით მათგან თანხმობასა და ამის ირგვლივ პოზიციას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები