ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს შეუძლია, შეწყვიტოს შიმშილობა და ეს აისახება სხვა მოშიმშილეთა ჯანმრთელობაზე
“მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ვინც ახლა შიმშილობს. მას შეუძლია, შეწყვიტოს თავისი შიმშილობა და ეს აისახება მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნულოვანი ღირსება აქვს.
„მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება, ამას გააკეთებდა, თუმცა, მას ნულოვანი კაცობა, ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით, ელენე ხოშტარია, რომლის ჯანმრთელობა არის სერიოზული რისკის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.