ირაკლი კობახიძე: ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა “ფეიკია”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა “ფეიკია”.

“პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია. ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ეს ე.წ. დასკვნა, რომელიც მათ მოამზადეს. მათ სინამდვილეში უნდა მოემზადებინათ დასკვნა ე.წ. რიფიდინგთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, ის არ შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მისი ერთადერთი მოთხოვნა არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, ამ შემთხვევაში ის წყვეტს უკვე შიმშილობას, თუ მას ექნება უზრუნველყოფილი მისი თქმით შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით, ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოების, ანუ იმთავითვე “ფეიკია” ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები