ლევან ბეჟაშვილი: ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა პროფესიონალური და სამართლიანია, ვერავინ გააპროტესტებს

​”გაკეთდა ობიექტური, პროფესიონალური, სამართლიანი დასკვნა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას.

მისივე თქმით, აღნიშნულ დასკვნას ვერავინ გააპროტესტებს.

“გაკეთდა ობიექტური, პროფესიონალური, სამართლიანი დასკვნა და ამ შემთხვევაში პოლიტიკური მხარე ამას ეთანხმება თუ არაა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პროფესიული დასკვნა, რომელსაც ვერავინ ვერ გააპროტესტებს, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ამ პროფესიული დასკვნის შესაბამისი გადაწვეტილება. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად არცერთი მხარე არ უნდა გამოცხადდეს”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ ჰოსპიტალში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები