გურამ მაჭარაშვილი: ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და პირდაპირ ვერ თქვეს, რომ ახლა სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება

“ამ კონსილიუმზე დავინახეთ, რომ ექიმებმა თავის თავზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და პირდაპირ ვერ თქვეს, რომ ახლა სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ეს არ არის მე-18 დაწესებულებაში”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი, ექიმთა ჯგუფის რეკომენდაციას, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის განცხადებით, კონსილიუმის აღნიშნულ განცხადებას, პენიტენციური დაწესებულება შეისწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან, რის შედეგად შესაბამისი სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებს. ვარაუდი გამოითქვა, რომ შეიძლება, ინტენსიური თერაპია დასჭირდეს, მაგრამ ისიც არ თქვეს, რომ ინტენსიური თერაპიისთვის არ არის შესაბამისი აღჭურვილობა. მათ თქვეს, რომ თანამედროვე აღჭურვილობა არის, ექიმებს პროფესიონალიზმი არ დაუწუნეს, მაგრამ თქვეს, რომ შენობას გამოცდილება არ აქვს. ანუ, თუ ტექნიკა თანამედროვეა და ექიმები არიან პროფესიონალები, შენობის გამოცდილება არ მესმის, რისთვის შეიძლება, იყოს საჭირო. მათი მოსაზრებაა, რომ გარკვეული მომსახურება დასჭირდეს, რაც შეიძლება, ვერ გასწიონ ექიმებმა. კონკრეტული სამედიცინო მომსახურება არ არის დასახელებული, რომელიც შეიძლება, რომ მე-18 დაწესებულებაში არ გაეწიოს სააკაშვილს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები