დონეცკის სამხედრო ფორმირებებმა უკრაინის არმიის წინსვლა შეაჩერეს
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შენაერთებმა დონეცკის აეროპორტის ბლოკირება მოახდინეს და უკრაინის არმიას წინსვლის საშუალება არ მისცეს. ამჟამად სახელმწიფო გვარდიის ნაწილები შეჩერებულია ქალაქის მისადგომებთან. ეროვნულმა არმიამ სცადა სიტუაციის დებლოკირება, მაგრამ უშედეგოდ. დონეცკის სამხედრო შტაბის განცხადებით, უკრაინის არმიამ სერიოზული დანაკარგი განიცადა, როგორც მძიმე ტექნიკის ისე ცოცხალი ძალის სახით.