თეა წულუკიანი: რაც უფრო მალე შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი
პენიტენციურ სამსახურში არასოდეს ყოფილა იმის პრობლემა, რომ მედიკოსების აზრი ყოფილიყო გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველთან შექმნილი კონსილიუმის დასკვნაზე საუბრისას განცხადა.
წულუკიანის განმარტებით, რაც უფრო მალე შეწყდება საუბარი სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული პატიმრის ინტერესები,
„რაც უფრო მალე შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, ოპოზიცია იქნება ეს თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური. მთავარია, რომ ექიმები ერთ კონკრეტულ აზრზე ჩამოყალიბდნენ, თუ სხვადასხვა ჯგუფს შორის განსხვავებული აზრი არსებობს. პენიტენციურ სამსახურში არასოდეს ყოფილა იმის პრობლემა, რომ მედიკოსების აზრი ყოფილიყო გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.