სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი: ძალიან სახიფათოა მიხეილ სააკაშვილის ამ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებმა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოკვლევა დაასრულეს. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება აღნიშნულ დაწესებულებაში სახიფათოა.

“ჩვენ დავეთანხმეთ ერთმანეთს რომ ძალიან სახიფათოა აღნიშნული პაციენტის ამ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება, თუ გავითვალისიწინებთ იმასაც რომ მიხეილ სააკაშვილის თვითინ გრძნობს დისკომფორთს ამ დაწესებულებაში, ესეც არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას, განგვიცხადა, რომ თუ მას გადაიყვანენ მულტიპროფილურ დაწესებულებაში ის შეწყვეტს შიმშილს”,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები