გიგა ბოკერია: ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის საქმეში პრეზიდენტის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
„ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩვენ ერთადერთი რამე მიგვიყვანს ამოცანის შესრულებამდე, ეს არის ქართული საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური ლიდერებისგან თანმიმდევრულობა და მოლოდინების სწორი მართვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.