საქართველო ნატოს ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს
ნატოს საქველმოქმედო ღონისძიებაში 42 ქვეყანა მონაწილეობს და საქართველო ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა , – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
„ეს არის ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიება ნატოში, რომელშიც მონაწილეობენ ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები და შემოსული თანხმა საქველმოქმედო ღონისძიებებს ხმარდება. წელს განკუთვნილია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, უსახლკაროებისთვის და ა.შ . მონაწილეობს 42 ქვეყანა და საქართველო ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა. ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო, კულტურული ელემენტები .სტუმრები ყიდულობენ ხინკალს , ჩურჩხელას, ქართულ ღვინოს და ტურისტულ ბუკლეტებს საქართველოს შესახებ. ნატოში ძალიან პოპულარულია საქართველო ამ მხრივ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამგვარ ჰუმანიტარულ ღონისძიებაში საქართველო, როგორც უმთავრესი და ასპირანტი ქვეყანა ვმონაწილეობთ და ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატოს საქველმოქმედო ღონისძიებაში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.