აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა
ბრიუსელში გამართული, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება. საქართველოს ვიცეპრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.
დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.