“არ დავიღლებით” – მოქალაქეები სააკაშვილის მხარდასაჭერად გლდანის ციხისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, გლდანის ციხისკენ ავტოკოლონებით მსვლელობა იწყება. მოქალაქეები ციხისკენ საყვირებითა და დროშებით მიდიან.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას მანამ, სანამ არ გაიმარჯვებენ.

“არ დავიღლებით, ჩვენი პროტესტი ყოველდღიური და უწყვეტია. დღეს სააკაშვილი პუტინის პატიმარია. მივდივართ ავტოკოლონებით, რომ სააკაშვილს გავაგონოთ ჩვენი ხმა, მხარდაჭერა და სოლიდარობა. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს ბრძოლა გამარჯვებით არ დასრულდება”, – აღნიშნა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “დროამ”, “ლელომ” და “გირჩი მეტი თავისუფლებამ” თბილისში 19 ნოემბერს მსვლელობა დააანონსა. მსვლელობა დედაქალაქის 3 სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება – მეტროსადგურ “ავლაბრიდან”, მეტროსადგურ “სადგურის მოედნიდან” და მეტროსადგურ “უნივერსიტეტიდან”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები