ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი, ექიმების ჯგუფი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი, ექიმების ჯგუფი პოლიტიკურად მიკერძოებულია.
„თქვენ იცით, როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან მიმართებით. ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი, ექიმების ჯგუფის შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავს, რომ ამ ჯგუფის თითქმის ყველა წევრი პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულია, რაც მათი საჯარო განცხადებებით დასტურდება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან ძალიან ნათლად იკითხება. ესაა კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს”, – განაცხადა კობახიძემ.
ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი, ექიმების ჯგუფის წერილობითი დასკვნა სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებასა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს გახდება ცნობილი.