მამუკა მდინარაძე: როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ელენე ხოშტარიას ეთქვა, კი ბატონო, ახლავე შევწყვეტ შიმშილობასო, ასეთი მოლოდინი არც გვქონდა, უბრალოდ, ვთხოვეთ შიმშილობის შეწყვეტა

“ჩვენ მივაწოდეთ ელენე ხოშტარიას ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა ვთხოვეთ, თუმცა, დადებითი პასუხის მოლოდინი არ გვქონია, ვინაიდან ის ამ პოზიციას არ იზიარებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან გულწრფელი საუბარი შედგა.

„ელენე ხოშტარიასთან გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი, გავცვალეთ არგუმენტებიც. ჩვენ მივაწოდეთ მას ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით. ამაზე საჯაროდ საუბარი ალბათ გამიჭირდება და არ იქნება სწორი. ბუნებრივია, ჩვენს თხოვნაზე მისი პასუხი დადებითი ვერ იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ელენე ხოშტარიას ეთქვა, კი ბატონო, ახლავე შევწყვეტ შიმშილობასო. ასეთი მოლოდინი არც გვქონდა, უბრალოდ, ვთხოვეთ, ვესაუბრეთ – მგონია, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, ის ამ პოზიციას არ იზიარებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე მივიდნენ.

ელენე ხოშტარია მე-15 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები