“სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ერთია, რომ არ არსებობს საჭიროება და მეორე, რომ უსაფრთხოების რისკი არის სერიოზული”
“მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ გვჯერა, უწყებები, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთი გეგმები ვერ განხორციელდეს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება სერიოზული დილემაა – აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ერთია, რომ არ არსებობს ამის საჭიროება და მეორე, რომ უსაფრთხოების რისკი არის ძალიან სერიოზული. საუბარია უსაფრთხოების რისკზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის, სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ეს არის სერიოზული რისკი“, – განაცხადა კობახიძემ.