გურამ მაჭარაშვილი: სიტყვები – „კარგი იქნებოდა“ და „მიზანშეწონილია” არ შეიძლება, პატიმართან დაკავშირებით იქნას გამოყენებული
“მათ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება სხვა კლინიკაში მისი გადაყვანა, აქ მეც შემიძლია, ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა, საერთოდ მიხეილ სააკაშვილი პატიმარიც არ ყოფილიყო”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ექიმების განცხადებებს, რომ მიზანშეწონილი არ არის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში უმკურნალონ.
მისივე თქმით, სიტყვები – „კარგი იქნებოდა“ და „მიზანშეწონილია” არ შეიძლება, პატიმართან დაკავშირებით იქნას გამოყენებული.
“მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი, მათ შორის, პირდაპირ ეთერში ნახა საზოგადოებამ, რომ აბსოლუტურად ყველა ტექნიკა არსებობს და მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომ პაციენტისთვის აღმოჩენილი იყოს ყველანაირი სამედიცინო დახმარება. კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ ამ საავადმყოფოში არის შესაბამისი აღჭურვილობა და მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ კარგი იქნება სხვა კლინიკაში მისი გადაყვანა, აქ მეც შემიძლია, ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა, საერთოდ სააკაშვილი პატიმარიც არ ყოფილიყო. “კარგი იქნებოდა” და “მიზანშეწონილია” სიტყვები არ შეიძლება, იქნას გამოყენებული პატიმართან დაკავშირებით”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.