საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა იზრდება – ბოლო 24 საათის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 8 233 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 2 066 159 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 795 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 731 996, გარდაიცვალა 11 212 პაციენტი.