ექიმი: სააკაშვილის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას
“სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა, გიორგი გრიგოლიამ სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ანალიზებში ცვლილებებია, რაც მკურნალობას საჭიროებს.
“მდგომარეობა საკმაოდ მძიმეაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, რადგან ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას.
რაც შეეხება მე-18, სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული – საკმაოდ კარგად აღჭურვილი; სტაფი არის მოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს“, – განაცხადა ექიმმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.
პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.