შალვა კერესელიძე: დაანებეთ თავი პოლიტიკურ ბუტიაობას, მთავარი მიზანი ნუ იქნება რევანშისტული მიდგომა, კეთილი ინებეთ, შემობრძანდით ამ დარბაზში და მივხედოთ საქმეს

პარლამენტის უფრაქციო წევრმა, შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მიმართა, რომ პოლიტიკური პარტიების ინტერესებზე მაღლა დააყენონ სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესები.

„არჩევნები უკვე დასრულდა, შედეგებიც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ არავის ახსოვს ჩვენი მოქალაქეები. სამწუხაროდ, კვლავ არავის ახსოვს სახელმწიფო და ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. არავის ახსოვს ის, რომ ყოველდღიურად უკვე 80-ზე მეტი ადამიანი გვეღუპება პანდემიის შედეგად, მაგრამ სამაგიეროდ ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს აქციაზე.

ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, სპეციალისტებს მაინც დაუჯერეთ და კითხეთ რა ფასად უჯდება ეს ყველაფერი სახელმწიფოსა და საზოგადოებას. მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გაინტერესებთ და ყოვლად მიუღებელი მეთოდებით ებრძვით ერთმანეთს, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას. ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესები დავაყენოთ.

სწორედ ამიტომ, მივმართავ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას, მივმართავ “ნაციონალურ მოძრაობას”, დაანებეთ თავი პოლიტიკურ ბუტიაობას, საზოგადოების დაპირისპირებას და განხეთქილებას, ნუ იქნება მთავარი მიზანი რევანშისტული მიდგომა, კეთილი ინებეთ, შემობრძანდით ამ დარბაზში და მივხედოთ საქმეს, და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ საქმეებზე და იმ პრობლემების მოგვარებაზე რაც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები