ამირან გამყრელიძე: მე, როგორც ექიმი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე, როგორც ექიმი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მისი ჯანმრთელობისთვის ეს უკვე ცეცხლთან თამაშია. იქ ძალიან სწრაფად შეიძლება, განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. ამიტომ, მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია, ვინც უნდა იყოს ის,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.