დავით ზალკალიანი: ევროკავშირმა აღიარა საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას ევროკავშირის ფარგლებში

დავით ზალკალიანი ევროკავშირის მიერ საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატების აღიარებას გამოეხმაურა. ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ.

„ევროკავშირმა აღიარა საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას ევროკავშირის ფარგლებში. აქამდე, ჩვენი აპლიკაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არ იკითხებოდა და დღეიდან უკვე შესაძლებელი იქნება, აპლიკაციის გამოყენებით, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ, თავისუფლად გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ეხება არა მარტო ევროკავშირის ტერიტორიას, არამედ  – იმ ქვეყნებსაც, რომელთა სერთიფიკატებიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ. დაახლოებით, 40 ქვეყანაზეა საუბარი“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები