საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეა მიწვეული.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ნატო-ს მინისტერიალი რიგაში 30 ნოემბერი – პირველ დეკემბერი, ჩატარდება.
შეხვედრაზე ასევე მიწვეულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება.
როგორც კულებამ თქვა, “ეს ალიანსის მხრიდან მნიშვნელოვანი სიგნალია და ჩვენი დისკუსიებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა”.