ლევან ხაბეიშვილი: ჩვენი აქციის მთავარ სათქმელს თუ არ გაიგებენ, მოგვიწევს წინააღმდეგობრივი, ოღონდ არაძალადობრივი აქციების კიდევ უფრო გამწვავება

“მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას, ანუ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტირებულ უფლებას ვითხოვთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაბეიშვილის თქმით, პროტესტი კიდევ უფრო მწვავე გახდება.

“ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას, ანუ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტირებულ უფლებას ვითხოვთ. შესაბამისად, ჩვენი აქციის მთავარი სათქმელიც ეს არის. თუ ისინი ამას არ გაიგებენ, ჩვენ მოგვიწევს წინააღმდეგობრივი აქციების, ოღონდ არაძალადობრივი აქციების კიდევ უფრო გამწვავება”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები