იაგო ხვიჩია: სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ, მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად ამას უნდა ითხოვდნენ
სასამართლო სხდომაზე არდასწრებით “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლის – უფლებების დარღვევა სახეზეა და, სამწუხაროდ, შეგუებულები ვართ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი რამ შეიძლება, მოხდეს, – აღნიშნული განცხადება “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
„მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ. მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ამას ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. კარგი იქნებოდა, ამას მისი თანაგუნდელები აყოლოდნენ. მისი, როგორც პატიმრის და ბრალდებულის უფლების შეზღუდვაა, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს და მისი უფლებები დაიცვას. კონსტიტუციური უფლებაა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.