თემურ ჯანაშია: 9 წელი ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე, მოიყვანონ

“მარტივი მდგომარეობა გვაქვს, ადამიანი თუ არის ჯანმრთელი, უნდა მოიყვანონ სასამართლოზე, თუ ავად არის, უნდა გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თემურ ჯანაშია აცხადებს.

მისივე თქმით, არსებობს ეჭვები, თუ რამდენად ობიექტურად იქნება გამოძიებული სისხლის სამართლის პროცესი.

“მარტივი მდგომარეობა გვაქვს, ადამიანი თუ არის ჯანმრთელი, უნდა მოიყვანონ სასამართლოზე, თუ ავად არის, უნდა გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში. როგორც ხედავდით, ამ 9 წლის განმავლობაში “ოცნების” ხელისუფლება ჰპირდებოდა თავის ამომრჩეველს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე. აგერ არის ბატონო სასამართლო, მოიყვანონ წარდგება და მონაწილეობას მიიღებს. ფაქტი, რომ ეს სისხლის სამართლის პროცესი ამდენი ხანია, მიმდინარეობს, ეჭვებს ბადებს, რამდენად ობიექტურადაა გამოძიებული, 9 წელია, ამაზე ვლაპარაკობთ, მგონი, ყველას შევაწყინე თავი ჩემი პიჯაკებით”, – ამბობს თემურ ჯანაშია.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გადაყვანის შესახებ უარს აცხადებს. უწყება იმავე მიზეზებს ასახელებს: “სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები