დიმიტრი ხუნდაძე: “ნაცმოძრაობის” დესტრუქციული ქმედებები მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს
“ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, “ნაცმოძრაობის” დესტრუქციული ქმედებები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც უნდა დაგმონ.
“ნაცმოძრაობის”გადაწყვეტილება, ხელი შეუშალონ დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობას, არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება დაუშვებელია და განსაკუთრებით სახიფათოა იმ დროს, როდესაც პანდემია მძვინვარებს და სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადებს დღე-ღამის განმავლობაში, უწყვეტად, უამრავი მძიმე პაციენტის გადაყვანა უწევთ კლინიკებში. ამის გარდა, სამაშველო სამსახურებს არ უნდა შეუშალოთ ხელი, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ გადაადგილებაში.
იმედი მაქვს “ნაცმოძრაობის” ამ დესტრუქციულ განზრახვას, იმ სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებიც და ექიმებიც დაგმობენ ვინც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას აქტიურად უჭერს მხარს. და ზოგადად, ეს აურზაური უნდა დასრულდეს, პოლიტიკურ ამბიციებს არ შეიძლება ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები ვანაცვალოთ”,- აღნიშნავს დეპუტატი.