რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დამნაშავეა.
მისივე თქმით, სააკაშვილის პოლიტპატიმრად წარმოჩენა ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ირაკლი კობახიძის განცხადება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. რომც არ გავითვალისწინოთ დღევანდელი პოლიტიკური ჭრილი, ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ სახელმწიფოზე მოაზროვნე ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება.
ეს ადამიანი არის სახელმწიფო დამნაშავე, რომელიც კონკრეტულ საქმეებსა და დანაშაულებზე იხდის სასჯელს. შესაბამისად მისი პოლიტპატიმრად წარმოჩენა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და სამართლიანობის არაკეთილმოსურნეობა, არამედ ეს წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.