უკრაინის მხარეზე „ფე-ეს-ბეს“ ვლადივოსტოკელი თანამშრომელი გადავიდა (ვიდეო)
რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერალური უშიშროების ოფიცერი უკრაინელების მხარეს გადავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში ბრალი დასდო.
აღნიშნული პიროვნება ვლადივასტოკიდან ჩავიდა უკრაინაში და განცხადა, რომ აღარ სურს ამდენი ტყუილის მოსმენა, რასაც აშუქებენ რუსული ტელეარხები. მან ასევე აღნიშნა, რომ მის პოზიციას უშიშროების ძალიან ბევრი თანამშრომელი იზიარებს.
ოფიცერმა განაცხადა, რომ სანამ ასეთ რისკიან ნაბიჯს გადადგამდა, მან საკუთარი ოჯახის წევრები გადამალა და ამის შემდეგ წავიდა უკრაინაში. საკუთარ სახეს ის არ მალავს და უკრაინის საბოლოო გამარჯვებაში დარწმუნებულია.
სააგენტო „უნიონის“ ინფორმაციით, ლუგანსკში მიმდინარე საომარი ოპერაციების დროს ტყვედ აიყვანეს პირველი რუსი სამხედრო პირი, რომელიც ერთ-ერთი რუსული სპეცდანიშნულების ბატალიონის ოფიცერია.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LEN5rn47gYQ” width=”560″ height=”315″]