ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მიექანება დასასრულისკენ

ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები, სააკაშვილი არის ციხეში და ყველა ძალიან მალე შეეგუება იმას, რომ ის იქ მინიმუმ 6 წელი იქნება. ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან მალე დასრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას ხელს პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებები უწყობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არა უბრალოდ მიდის, არამედ მიექანება დასასრულისკენ. ამის ნიშანია ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ მძიმედ წააგეს ადგილობრივი არჩევნები. მძიმე ფონზე ჩატარდა ეს არჩევნები, მათ შორის იმ შიდა პროცესების გამო, რაც „ქართულ ოცნებაში“ წარიმართა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ორი კრიმინალი გათავისუფლდა ამ პერიოდში, რაც, ბუნებრივია, აისახა საზოგადოების დამოკიდებულებაზე სამართლის უზენაესობის მიმართ და ა.შ. ბუნებრივია, ძალიან რთული წელიწადი იყო, თუმცა ჩვენ მაინც გავიმეორეთ საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ჩვენი ხელისუფლების მყარი ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი არჩევნები, სააკაშვილი არის ციხეში და ყველა ძალიან მალე შეეგუება იმას, რომ ის იქ მინიმუმ 6 წელი იქნება. ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან მალე დასრულდება. ამას ხელს უწყობს ამ პარტიაში არსებული შიდა დაპირისპირებები, რაც ძალიან თვალსაჩინოა და კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მომდევნო დღეებში. რეალურად ამ 200-300-კაციანი აქციებით ისინი თავს იზიანებენ და საკუთარი თავის დემორალიზაციას ახდენენ. ეს პროცესი თავისით მივა ბოლომდე და ამას დიდი დრო არ დასჭირდება“, – აცხადებს კობახიძე იმედის „ქრონიკის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები