თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ 300 კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბოლო დროინდელ მოვლენებს.

მეგრელიშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას – საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ – ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა.

„როგორც უკვე არსებული პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება. ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას – საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ – ვოლოდიმერ ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა. ახლა ღარიბაშვილს ერთი და ალბათ მთავარი პირობა დარჩა შესასრულებელი – ვნახოთ როგორ შედეგებს მოუტანს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განვითარების 3 წელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს. დანარჩენზე აბა რა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მელია-ხაბეიშვილის 300 კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები,“- წერს მეგრელიშვილი “Facebook”- ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები