ლიზა იასკო – სააკაშვილზე: ესმის პატიმრების ყვირილის ხმა, ის არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ; პატიმრების მხრიდან ისმის მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები

“მას ესმის პატიმრების ყვირილის ხმა, ის არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. პატიმრების მხრიდან ისმის მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები”, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს შიმშილობა არ შეუწყვიტავს, რადგან მისი მოთხოვნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

“სააკაშვილს შიმშილობა არ შეუწყვიტავს. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გადაჰყავთ შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. მას ესმის პატიმრების ყვირილის ხმა, ის არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. პატიმრების მხრიდან ისმის მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები. უკრაინის მხრიდან ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ არ უნდა იყოს ფიზიკური ძალა მის მიმართ გამოყენებული. გუშინდელი კადრები ამ მხრივ უპრეცედენტოა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ ესმის ზელენსკის მოწოდება, რომ სააკაშვილი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას,“ – ამბობს ლიზა იასკო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები