დავით მათიკაშვილი: ოფიციალურ დონეზე არც თეთრი სახლისა და არც სხვა სახელმწიფოს მხრიდან სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულზე კითხვა არ დასმულა

მართლმსაჯულება რომელიც სააკაშვილთან მიმართებით საქართველოში განხორციელდა და პროცესი, რომელიც გრძელდება, შეესაბამება მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტს და ამ საკითხზე კითხვები არავის არ აქვს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„დასავლეთისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი არაერთი შემთხვევა, როდესაც წარსულში ხელისუფლებაში მყოფი პირველი პირები ჩადენილი დანაშაულის გამო იხდიან მსჯავრს. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი, როცა სახეზეა დანაშაულის ფაქტი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაიდენს მას.

შესაბამისად, ის, რომ დასავლეთი დაინტერესებულია მსჯავრდებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს გასაგებია, ამასთან ამ საკითხით ამჟამად ყველა ვართ დაინტერესებული. ამასთან მისი ბრალდების მიმართ კითხვები არ არსებობს და საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ოფიციალურ დონეზე არც თეთრი სახლის და არც სხვა სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებისა და სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით კითხვა არ დასმულა,“- განაცხადა მათიკაშვილმა.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები