დავით მათიკაშვილი: ყველა ქმედება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა, შეესაბამება როგორც კანონის მოთხოვნას, ასევე, ევროპულ სტანდარტს

ყველა ქმედება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა, შეესაბამება როგორც კანონის მოთხოვნას, ასევე, ევროპულ სტანდარტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„გავრცელებულ კადრებში ყველამ კარგად დაინახა, რომ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მხოლოდ ხვეწნითა და თხოვნით მიმართავენ და სთხოვენ, დაემორჩილოს კანონს, მათმა კი ლანძღვისა და უცენზურო სიტყვების მეტი არაფერი მოისმინეს. კანონი აღსრულდა – როდესაც მსაჯვრდებული უარს აცხადებს კონკრეტული ქმედების განხორციელებაზე, მის მიმართ ცხადია ხდება ისეთი ღონისძიების განხორციელება, რომელიც შეესაბამება პენიტენციურ დაწესებულების, კანონისა ადა სამართლებრივ ნორმებს, რომელიც ყველასთვის ერთია, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც თანამდებობა ეკავა. მიდგომა ყველას მიმართ არის აბსოლუტურად ერთნაირი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები