ოპოზიციის აქცია იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან დასრულდა

ოპოზიციის საპოროტესტო აქცია იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან დასრულდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა მინისტრებთან შეხვედრა და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო.

აქციები ორ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართა. შეკრებილები იუსტიციის სამინისტრომდე “300 არაგველის” მეტროდან მსვლელობით მივიდნენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კი – “დიდუბის” მეტროდან.

ადგილზე წესრიგის უზრუნველსაყოფად მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები