ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსული ვაქცინის მეორე პარტია მიიღო

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების მეორე პარტია მიიღო.

როგორც ე.წ.ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, სოსლან ნონიევმა განაცხადა, ე.წ. რესპუბლიკამ “სპუტნიკ V”-ის 500 დოზა, ხოლო “სპუტნიკ-ლაითის” 1500 დოზა მიიღო.

ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსული ვაქცინის პირველი პარტია, 2 ათასი დოზის ოდენობით, აპრილში მიიღო. ვაქცინაცია ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთს მორიგი პარტიის მიღების თხოვნით ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები