ვფიქრობ სიძულვილის ენამ იკლო, განსაკუთრებით – სოციალურ მედიაში” – შალვა პაპუაშვილი

“ვფიქრობ სიძულვილის ენამ იკლო, განსაკუთრებით – სოციალურ მედიაში. რა თქმა უნდა, გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომლებსაც არაფერი გამოასწორებს. მათი ნირი არის ასეთი, რომ უნდა იძალადონ – ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ. ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ, იმისთვის რომ ქვეყანა არიონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთმა ევროპელმა მიაღწია იმას, რომ ლანძღვა და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული.

„ამას მიაღწიეს, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენლებმა საქართველოში, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული. რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, რომელსაც ევროპულ კულტურად ასაღებენ, დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ევროპული კულტურის ბაზისი”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები