ლევან მაჭავარიანი: უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციით ვერაფერს დაგვაკლებენ

“უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციის მიღებით ვერაფერს დაგვაკლებენ, მათთვისაა კონტრპროდუქტიული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს.

„ასეთი ტიპის უსამართლობა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მათთვისაა კონტრპროდუქტიული. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ამ ინსტიტუტების მიმართ განწყობები მკვეთრად შეცვლილია, როდესაც ასეთ უაზრო რეზოლუციებს იღებენ. ძალიან ბევრი ტყუილია ჩაწერილი და რეზოლუცია თავიდან ბოლომდე ჯო უილსონის იდეებითაა გაჟღენთილი. ყველამ ვიცით, რომ ჯო უილსონი ლობიზმში იღებს ფულს. ეს FARA-ს დოკუმენტებითაა დამტკიცებული. იღებენ უილსონის ინფორმაციაზე დაფუძნებულ რეზოლუციას და ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ. ყოველი რეზოლუციიდან რეზოლუციამდე და უსამართლო გადაწყვეტილებიდან, განცხადებიდან შემდგომ უსამართლო გადაწყვეტილებამდე და განცხადებამდე საკუთარ რეპუტაციას იზიანებენ. დროა, გონს მოეგონ, ვინაიდან ისეთ პროცესში არიან შესულები, საიდანაც უკან გამოსვლა ძალიან რთული იქნება და ქართველ ხალხთან ძალიან ბევრი ბოდიში ექნებათ მოსახდელი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები