“მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს” – პაპუაშვილი

“მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ვხედავთ, რომ კარგი პროცესია ზოგადად. „ნაციონალური მოძრაობა“ მგონი, დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესებს და განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს. ჩვენ ვაკვირდებით, რამდენიმე დღის წინ თუნდაც, აპლიკაციის პრეზენტაცია რომ ჰქონდათ. აპლიკაციით რომ უნდათ, ხელისუფლების ხელში აღება, ეს კიდევ ცალკე კომიკური სიტუაცია არის. შეიკრიბნენ 20 კვადრატულმეტრიან ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები