კარლ ჰარცელი – სააკაშვილის ვიდეოზე: ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების შესახებ ისაუბრა. კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ვიდეოების გავრცელება არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას.

„ვუპასუხებ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. შემიძლია, ძალიან ნათლად ვთქვა, მიმაჩნია, რომ ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვოდ და სამწუხაროდ მიმაჩნია.  ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ყურადღების ცენტრში – ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და, ამის პარალელურად, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები