ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმაურება

რადას დეპუტატი, ლიზა იასკო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმაურება.

იასკომ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

“მისი მდგომარეობა იმდენადაა გაუარესებული, რომ ჩნდება გულის შეტევის რისკი. ის უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, რომელიც შესაბამისად იქნება აღჭურვილი. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, რომლებიც დღეს გავრცელდა: ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი მწამებლები არიან”, – აღნიშნა იასკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები