ალუდა ღუდუშაური: არ შეიძლება, მოშიმშილე თუ მსჯავრდებულმა პირმა, ამ შემთხვევაში, ბატონმა სააკაშვილმა თავისი პროვოკაციული ქმედებებით სახელმწიფო გამოიწვიოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“არ შეიძლება, მოშიმშილე თუ მსჯავრდებულმა პირმა, ამ შემთხვევაში, ბატონმა სააკაშვილმა თავისი ასეთი პროვოკაციული ქმედებებით გამოწვევა გაუკეთოს სახელმწიფოს და ამ ფონზე მიაღწიოს შედეგს და, ამა თუ იმ ფორმით, თავი დააღწიოს იმ სასჯელს, რაც აქვს სასამართლოს მიერაა გამოტანილი”, – ამბობს ალუდა ღუდუშაური.

სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები