თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს წერილში საუბარი არ არის, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს წერილში საუბარი არ არის, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში.

“ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით, ის მას ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი.

საუბარი ამ წერილში არ არის და ვერც ვერავინ დააბრალებს ამ წერილს, რომ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას სამოქალაქო კლინიკაში, ამაზე ამ წერილში საუბარი არ არის, თუმცა, საუბარია, რომ როგორც კი სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, მას გაეწიოს სათანადო მკურნალობა და უზრუნველყოფილი იყოს ციხეში მისი უსაფრთხოება. ეს არის ელემენტარული საბაზისო წესები პატიმართან მოპყრობის”, – ამბობს თეა წულუკიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები